ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლეს
სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ დაგარგულია
სამსახურიდან გაათავისუფლეს.
"გუშინ მოხდა ჩემი გათავისუფლება ისე, რომ მიზეზები არავის განუმარტავს. ხელში მაქვს მხოლოდ აბსურდული განკარგულება", - უთხრა "ლაივპრესს" გრიგოლ დაგარგულიამ.
ის ვარაუდობს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება შესაძლოა უკავშირდებოდეს ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორობის დროს მის დაწინაურებას.
"არავის პოლიტიკურ გუნდში არ ვყოფილვარ. არცერთ პოლიტიკურ აქტივობაში არ ვყოფილვარ. მე 2015 წლიდან ვმუშაობდი ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე, თუმცა ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორად ყოფნის დროს დავწინაურდი. შეიძლება ეს იყოს ჩემი სამსახურიდან გაშვების მიზეზი, არ ვიცი", - გვითხრა გრიგოლ დაგარგულიამ.
ის ამბობს, რომ რწმუნებულის განკარგულებას მისი გათავისუფლების შესახებ გაასაჩივრებს.
გუშინ გაათავისუფლეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალიაც, რომელმაც განაცხადა, რომ სამსახურიდან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო გაუშვეს.
11 მაისს, თანამდებობის "იძულებით დატოვების" შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთეს ფოთის, მარტვილის და სენაკის მერების მოადგილეებმა. მედიასთან საუბარში მათ განმარტეს, რომ არიან ყოფილი პრემიერის, "გიორგი გახარიას თანამოაზრეები, თანაგუნდელები, შესაბამისად, ალბათ ეს იყო ძირითადი მიზეზი რატომაც დადგა მოთხოვნა თანადებობის დატოვების".
ფაქტს გამოეხმაურა გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" მათ პოლიტიკური ნიშნით დევნის.