სალომე სამადაშვილმა ენმ დატოვა
სალომე სამადაშვილმა "ერიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.
"პარტიულად ჩვენი გზები იყრება, მე დღე ოფიციალურად მივმართე "ნაციონალურ მოძრობას", იმის თაობაზე, რომ მე პარტიას ვტოვებ. უხეშ შეცდომად მიმაჩნია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს, ვთვლი რომ ამან შეუძლებელი გახადა ჩემი თანამშრომლობა პარტიასთან, იმიტომ რომ მე ვიყავი ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, საერთაშორისო ასპარეზზე. ვფიქრობ რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დამაზიანებელი და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან რომ დღემდე ამ დოკუმენტს არ აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხელმოწერა", - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს "საქართველოს სამომავლო გზა" ხელი მოაწერეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ.
"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" დოკუმენტს არ შეუერთდნენ.