მარტვილში დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
მარტვილის სოფელ ლეხაინდრაოში ახალგაზრდა ქალი დენის დარტყმის
შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია "ლაივპრესს" სოფელში მერის
წარმომადგენელმა, იპოლიტე დანელიამ დაუდასტურა. მისი თქმით, შემთხვევა
დაახლოებით საათ-ნახევრის წინ მოხდა. მიზეზი კი გაუმართავი
ელექტროგაყვანილობაა.
"საძროხეში შედიოდა. ღორი ყოფილა შესული. ჯოხი მოიქნია, რომელიც მოხვდა კაბელს. კაბელი ჩამოვარდა და წყალში ჩავარდა. ასე მოხდა ეს საშინელი ამბავი",- გვითხრა მერის წარმომადგენელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.