სამეგრელო კვლავ მეორეა აივ ინფექციის რეგისტრირებული მაჩვენებლით
2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთი თბილისის
შემდეგ მეორე ადგილზეა აივ ინფექციის რეგისტრირებული მაჩვენებლით.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის
ინფორმაციით, ჯამში რეგისტრირებულია 8 823 აივ ინფიცირებული პირი.
დედაქალაქში 3 305 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათგან 87 უცხოეთის
მოქალაქეა, ორი დაუდგენელი. იმერეთი მესამე ადგილზეა 1 058
რეგისტრირებული შემთხვევით. შემდეგ აჭარაა - 1006, აფხაზეთი - 532,
კახეთი 443, ქვემო ქართლი 499, შიდა ქართლი 327, გურია187,
სამცხე-ჯავახეთი 121.
ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულთა შორის 6 587 მამაკაცია, 2 236 კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა. 1834 გარდაიცვალა.
აივ მკურნალობას იტარებს 5 517 (4 897 + 620 აფხაზეთი) პაციენტი. მათ შორის 44 ბავშვია (35 + ცხრა აფხაზი ბავშვი).
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია - 35.7 პროცენტი (3 153) ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია, 49.6 პროცენტი (4378) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად, 12.4 პროცენტი (1091) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან, 1.3 პროცენტი (112) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით, 0.5 პროცენტი (41) - სისხლის რეციპიენტია, 0.5 პროცენტი (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია.
"ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672, 2019 - 668; 2020 წელს - 530", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, დაფიქსირებულია 191 ახალი შემთხვევა. შარშან ანალოგიურ პერიოდში გამოვლინდა 187 შემთხვევა.
2021 წელს გარდაიცვალა 41 აივ ინფიცირებული. 2020 წელს - 157, 2019 წელს - 116, 2018 წელს - 135, 2017 წელს - 127, 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი.
საქართველოში გამოვლენილია სულ 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ბიჭი და 47 გოგონა. 30 გარდაიცვალა, სამი კი ქვეყნიდან გავიდა.