ახალი ამბები
კონსტანტინე კაკავა შეასრულებს ზუგდიდის მერის მოვალეობას
ზუგდიდის მერის მოვალეობას მისი მოადგილე, კონსტანტინე კაკავა შეასრულებს. ინფორმაცია "ლაივპრესს" მერიაში დაუდასტურეს.

ის მერის მოადგილედ 2019 წელს დაინიშნა. მანამდე კი საკრებულოს წევრი და ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ზუგდიდის უკვე ყოფილმა მერმა, გიორგი შენგელიამ დღეს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ. მისი თქმით, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში არ იქნებოდა სწორი არც "ქართულ ოცნებაში" დარჩენა და არც გიორგი გახარიას მომავალ პარტიასთან თანამშრომლობა.

ის ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის, თუმცა არც დაბრუნებას გამორიცახვს, თუკი "ზუგდიდელებს" ამის საჭიროება ექნებათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.