ახალი ამბები
ფოთელი მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონი გახდა
საქართველოს ონლაინ ჩემპიონატზე 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, ფოთელმა მოჭადრაკემ ორი ტურით ადრე მოიპოვა გამარჯვება.

აკაკი ყალიჩავას 2 ქულით ჩამორჩნენ ლაშა კაჭკაჭიშვილი და ალექსანდრე წანაწყენიშვილი.

ამავე ჩემპიონატზე 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ასევე ფოთელმა დიანა ლომაიამ.

14 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი კი ზუგდიდელი ნიკოლოზ შამათავა გახდა.