"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის
"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შევა, - ამის შესახებ
ჟურნალისტებს
პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.
"დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. "ევროპული საქართველო" ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. "ევროპულ საქართველოს" ჰქონდა რესურსი, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ 2020 წლის მეათე მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა არ მივიღოთ. ჩვენ ასევე დავგეგმეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ კამპანია. "ევროპული საქართველო" ეცდება, კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ ძალასთან ჰქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ დღეს უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს", - განაცხადა ბობოხიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
დღესვე, პარტიის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ, განაცხადა, რომ ტოვებს პარტიას და დამოუკიდებლად შედის პარლამენტში.