სოხუმში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი მოკლეს
აფხაზეთში ე.წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას
ძმისშვილი, ქემალ არძინბა მოკლეს.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ დღეს საღამოს მიიღეს შეტყობინება იმამ შამილის ქუჩაზე სროლის შესახებ, რა დროსაც ერთი პირი, ქემალ არძინბა დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
სოხუმში საპოლიციო კონტროლი გაძლიერებულია. შეჩერებულია ქალაქიდან გასვლა და ტარდება სხვადასხვა ღონისძიება დამნაშავის ვინაობის დადგენის და დაკავებისთვის.
აფხაზეთში ქემალ არძინბას სახელს უკავშირდება რამდენიმე კრიმინალური ინციდენტი.