ახალი ამბები
ვმუშაობთ ენგურის ხიდზე თავისუფალი გადაადგილების სრულად აღდგენისთვის - შერიგების მინისტრი
FaceBook Twitter
E-mail Print
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეა ახვლედიანი აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც გადმოსული მოქალაქეებისთვის, ადგილზე საჭირო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ.

სახელმწიფო მინისტრმა ენგურის ხიდთან მოწყობილი სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოქალაქეთა ტესტირების პროცესს გაეცნო. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის შემსუბუქება, მათი და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. მათ შორის საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უფლების სრულფასოვნად აღდგენა. ამ მიმართულებით, თეა ახვლედიანის განმარტებით, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგეს და კონკრეტულ ინიციატივები განახორცილეს.

"დღესდღეობით, როგორც ცნობილია, თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდავია პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვახორციელებთ ძალისხმევას, რათა სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალ გადაადგილებაზე წვდომა მთელი მოსახლეობისთვის. ამ ეტაპზე ასევე აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში არ შეფერხებულა სპეციალური საჭიროების და გადაუდებელი ჯანდაცვის მიზნით მოქალაქეთა გადმოსვლა კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ადგილზე დღეს გავეცანი შესაბამისი უწყებების მიერ განთავსებულ ინფრასტრუქტურას, მის შეუფერხებლად მოქმედებას და დავრწმუნდი, რომ მოქალაქეებს მიეწოდებათ სერვისები სრულფასოვნად. დღეში რამდენიმე ასეული ადამიანი კვეთს საოკუპაციო ხაზს და როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას აგრძელებს იმისათვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალი გადაადგილების უფლება საოკუპაციო ხაზზე", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გუშინ, 19 მაისს სახელმწიფო მინისტრი სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა, რომლის გარდაცვალებიდანაც ხუთი წელი შესრულდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლი და საზღვაო
16:26 / 18.01.2022
ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლი და საზღვაო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე
ემხრობა
13:19 / 18.01.2022
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ემხრობა "ბუსტერიზაციის"
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს
მოქალაქეებს,
11:53 / 18.01.2022
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.