წალენჯიხაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
წალენჯიხის სოფელ ლიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხევვის შედეგად 4
ახალგაზრდა დაშავდა.
ისინი ფახულანის მცხოვრებლები არიან.
"ავარია სოფელ ლიაში მოხდა, მანქანაში იჯდა 4 ადამიანი, აქედან 2 სკოლის კურსდამთავრებული", - გვითხრა მერის წარმომადგენელმა ფახულანში ჯონი გოგოხიამ.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
"ერთს აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, მეორეს წელის მეხუთე მალის მოტეხილობა. ოთხივესთან ვლინდება მრავლობითი ზედაპირული ტრავმები და ექსკორიაციები. იმყოფებიან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, უტარდებათ კვლევები და მკურნალობა", - აცხადებს საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია.