თეა წულუკიანი სენაკისა და ფოთის თეატრებში იმყოფებოდა
10:28 / 23.05.2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
თეა წულუკიანი სენაკსა და ფოთს ეწვია. სამინისტროს პრესსამსახურის
ინფორმაციით, წულუკიანი სენაკში აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო
დრამატულ თეატრს ესტუმრა, დაათვალიერა თეატრის განახლებული შენობა,
ასევე თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობებთან შეხვედრა
გამართა.
ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრმა თეატრის მსახიობთა დასს შესთავაზა, რომ შენობა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, რათა შემოსავლის მიღება დაიწყოს და მხარდაჭერა აღუთქვა თეატრის გახსნის ღონისძიების ორგანიზებასა და სამომავლოდ პრობლემების გადაჭრაში.
ფოთში სტუმრობისას მინისტრმა დაათვალიერა ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრის შენობა, რომლის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მიზეზით წლებია შენობაში წვიმის წყალი ჩადის და თეატრის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ამიტომ თეატრი ფოთის ფოლკლორის ცენტრის შენობაშია შეხიზნული.
„თეა წულუკიანმა თეატრის შენობაში საპროექტო კომპანიასა და ფოთის მერთან გამართა შეხვედრა, სადაც შედგა შეთანხმება, რომ ფოთის მერია, რომლის ბალანსზეც არის თეატრის შენობა, ხელს შეუწყობს კომპანიას შენობის რეაბილიტაციის პროექტის შედგენის პროცესში, რათა უახლოეს პერიოდში შეიქმნას შენობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის პროექტი. პროექტმა უნდა გაიაროს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა ფოთის თეატრს მისივე შენობაში დაბრუნების და მუშაობის საშუალება მიეცეს“,- ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.