ახალი ამბები
TI მოუწოდებს სუს-ს შეისწავლოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელებული შესყიდვები
FaceBook Twitter
E-mail Print
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა იგებენ, რომლებიც ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან. მათ 2011 წლიდან დღემდე 3,377,519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.

ნესტან ქარჩავა სოფელ ხაბუმეში ჩხოროწყუს მერის წარმომადგენლის პოზიციას 2007 წლიდან იკავებს, დათო გოგუა კი ჩხოროწყუს მერი (2017 წლამდე გამგებელი) 2012 წლის დეკემბრიდანაა.

ნესტან ქარჩავას მამა, გონერი ქარჩავა შპს "თენგო+"-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. შპს "თენგო+"-მა 2011 წლიდან დღემდე 55 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 32-ჯერ გაიმარჯვა, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 2,202,218 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ შპს "თენგო+"-ს მოგებული 32 ტენდერიდან 18-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 6 შემთხვევაში კი მოხდა კონკურენტის დისკვალიფიკაცია. 5 შემთხვევაში შპს "თენგო+"-ს ხელშეკრულება გაუფორმეს მის მიერვე შეთავაზებულ თანხაზე მაღალი ღირებულებით, მათ შორის სამჯერ ხელშეკრულების ღირებულება ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე მეტიც იყო.

2012-2020 წლებში შპს "თენგო+"-მა 10 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 282,389 ლარი.

შპს "თენგო+"-ს მიერ მოგებული 32 ტენდერიდან 28 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტზე მოდის, ასევე 10 გამარტივებული შესყიდვიდან 6 შემთხვევაში შემსყიდველი სწორედ ჩხოროწყუს მერია იყო.

კვლევის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულია ნესტან ქარჩავას ძმაც, რუსლამ ქარჩავაც, იგი, ერთი მხრივ, ინდივიდუალური მეწარმის, ლაშა ქობალიას (რომელიც ქარჩავების მეზობელია) მინდობილი პირია, მეორე მხრივ კი, თვითონ მონაწილეობს შესყიდვებში, როგორც ინდივიდუალური მეწარმე.

რუსლამ ქარჩავამ, როგორც ლაშა ქობალიას მინდობილმა პირმა, ტენდერებში 2016 წლიდან დღემდე 29-ჯერ მიიღო მონაწილეობა და 20 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 444,237 ლარი შეადგინა. ყველა შემთხვევაში შემსყიდველი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი იყო. აღსანიშნავია, რომ 20 მოგებული ტენდერიდან 7 შემთხვევაში მოხდა კონკურენტის დისკვალიფიკაცია, 9 შემთხვევაში კი ხელშეკრულება გაფორმდა შეთავაზებულზე მაღალი ღირებულებით, მათ შორის ხუთჯერ ხელშეკრულების ღირებულება ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე მეტი იყო. 2015-2020 წლებში ლაშა ქობალიამ 382,038 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო, მათ შორის 12-ჯერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისაგან.

ლაშა ქობალიას მიერ მოგებული 20 ტენდერიდან ხელშეკრულებას ხუთჯერ ხელი ლაშა ქობალიამ, 15-ჯერ კი რუსლამ ქარჩავამ, როგორც მინდობილმა პირმა, მოაწერა. ამავე ტენდერების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებზე 3-ჯერ ხელს ლაშა ქობალია, 17-ჯერ კი რუსლამ ქარჩავა აწერს. 13 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან ექვსს ხელს ლაშა ქობალია, შვიდს კი რუსლამ ქარჩავა აწერენ.

საკუთრივ რუსლამ ქარჩავამ, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, 66,637 ლარის ღირებულების ხუთი გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რომელთაგან 58,796 ლარის ღირებულების ორი შესყიდვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტზე მოდის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, შპს "თენგო+"-ისა და რუსლამ ქარჩავას (ლაშა ქობალიას) ჩართულობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა ის კორუფციის შესაძლო ნიშნებს.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.