ახალი ამბები
სოფელ ჯიხაშკარის უბანში გზის და წყალმომარაგების პრობლემებზე ხელისუფლებას მიმართავენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის სამარღიოს უბანში მისასვლელი გზის მშენებლობის და წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მოთხოვნით ხელისუფლებას განცხადებებით მიმართეს.

"ლაივპრესზე" გამოქვეყნებული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც გზის და წყალმომარაგების სისტემის არქონაზე იყო საუბარი, სამარღიოს უბნის მცხოვრებლებს ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და სახალხო დამცველის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" მოქმედი სამოქალაქო საბჭოს წევრები ადგილზე შეხვდნენ სოფლის მკვიდრთ და გაეცნენ დასახლებაში არსებულ ვითარებას.

როგორც "ლაივპრესს" ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ განუცხადა, სოფელში მოქალაქეებმა გზის მშენებლობის მოთხოვნით 102 ხელმოწერა შეაგროვეს.

სამარღიოს უბანი

"ხელმოწერები დაერთო განცხადებებს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პარალელურად გაიგზავნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ასევე რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც", - გვითხრა არჩილ თოდუამ.

ორგანიზაციას სახელმწიფო უწყებებიდან გარდა წერილების მიღების დადასტურებისა სხვა პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიუღია.

წერილობით გაგზავნილ განცხადებაზე ზუგდიდის მერიიდან პასუხი უკვე მიიღო სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს კოორდინატორმა ლევან პაპავამ. მან ადგილობრივ ხელისუფლებას იმის გასარკვევად მიმართა, თუ რას გეგმავს სოფელში არსებული გზის და წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად.

პასუხად წერილობით განუმარტეს, რომ გზის მშენებლობისთვის და წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად პირველ რიგში შესადგენია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მანამდე კი უნდა მოიძიონს შესაბამისი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები.

როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი "ლაივპრესთან" საუბარში განმარტავს, წერილში მერიამ ასევე თქვა, რომ მიმდინარე წელს ამ დასახლებაში გზა მოიხრეშება, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის.

სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მერიას არც ის განუმარტავს, როდის დაიწყება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და თანხების მოძიების მიმართულეით მუშაობა. ამიტომ, როგორც ლევან პაპავა აცხადებს, ამ დეტალების დასაზუსტებლად აგრძელებენ საქმის წარმოებას.

უბანში მისასვლელი გზა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის სამარღიოს უბანში მცხოვრები თეონა ჭეჟია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათ მხოლოდ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და სახალხო დამცველის წარმომადგენელი გამოეხმაურა.

"სახელმწიფო უწყებებიდან, მათ შორის არც მერიიდან არავინ დაგვკავშირებია", - გვითხრა თეონა ჭეჟიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილია. მოქმედი და წინა ხელისუფლების პირობებში დაპირებების მიუხედავად ამ უბნას გზა და წყალმომარაგების სისტემა არასდროს ჰქონია. საუბარია უბნის ცენტრთან დამაკავშირებელ 4 კილომეტრიან გზაზე. ინფრასტრუქტურის არქონის გამო მაღალმთიან სოფელში ხშირად უფუჭდებათ ტრანსპორტი, ამ მიზეზით გაცილებით ძვირია ტაქსის მომსახურებაც, მისვლა უჭირს სასწრაფო დახმარების მანქანას.

როდის შესრულდება სამარღიოს უბნის მცხოვრებთა მრავალწლიანი მოთხოვნა, ვერც ჩვენ გვიკონკრეტებენ მერიაში. "ლაივპრესისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ "ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ყველა გზის ერთდროულად რეაბილიტაცია ვერ განხორციელდება. მიმდინარეობს დამატებითი რესურსის მოძიება". რაც შეეხება წყლის პრობლემას, მერიაში განმარტეს, რომ "ესეც სისტემურია" და მუშაობენ მის "ეტაპობრივად მოგვარებაზე".

მათი მონაცემებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 110-ზე მეტ ქუჩას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.