დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში ღონისძიებები არ გაიმართება
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებები არ
გაიმართება.
უთხრეს "ლაივპრესს" ადგილობრივ მერიაში. მიზეზად კორონავირუსთან
დაკავშირებული ეპიდსიტუაცია სახელდება.
"მხოლოდ დროშებითა და ატრიბუტიკით მოირთო ქალაქი", - განმარტეს მერიაში.
მასშტაბური ღოისძიებები პანდემიის გამო არც შარშან გამართულა ქვეყნის მასშტაბით. ზუგდიდისგან განსხვავებით, ღონისძიებები გაიმართება თბილისში. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყანას პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა და აღლუმზე სიტყვით გამოვა. საღამოს გალა კონცერტიც შედგება.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.