საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ეპიდვითარების გამო, ქვეყანაში მასშტაბური ღონისძიებები არც წელს
გაიმართება. თბილისში, თავისუფლების მოედანზე და საქართველოს ხუთ
ქალაქში, სამხედრო ფიცს დადებენ რეკრუტები. დედაქალაქში ცერემონიას
დაასრულებს სამხედრო თვითმფრინავები, რომელთა გადაფრენის დროსაც
ჰაერში საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერები გამოისახება.
დღესვე მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს, რომელიც საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენეს.
საღამოს გალა კონცერტი გაიმართება, მხოლოდ მაყურებლების გარეშე.
საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება ზუგდიდში. აქ ქალაქი დროშებით და სხვა ატრიბუტიკით მორთეს.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.