ახალი ამბები
ნიკა მელია ზუგდიდში თანაპარტიელებს შეხვდა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს ზუგდიდში თანაპარტიელებს შეხვდა.

"მინდა ყველა საქართველოს მოქალაქეს გაუღვივდეს რწმენა, რომ ამ სახელმწიფოს, ამ ქვეყანას აქვს რესურსი და პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი მდიდარი სახელმწიფო, სადაც ბედნიერი მოქალაქეები ცხოვრობენ და ერთ-ერთი განვითარებული სახელმწიფო ევროპის კონტინენტზე, ეს შესაძლებელელია და ამას სჭირდება ინტელექტურალური რესურსი, რომელიც არსებობს. სჭირდება რწმენა, რომელიც უკეთესის იმედს ტოვებს, მაგრამ საზოგადოების აქტიური ნაწილის ძალისხმევაა მნიშვნელოვანი, რომ სხვებსაც რწმენა გადავდოთ.

დარწმუნებული ვარ, არცთუ ისე შორეულ პერსპეტქივაში ეს ქვეყანა გახდება ისეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელზეც დღევანდელი დღის იუბილარი მერაბ კოსტავა, ყველაზე გაუტეხელი ქართველი ეროვნული საზოგადო მოღვაწე ოცნებობდა", - განაცხადა ნიკა მელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის პარლამენტში შესვლაზე.

"ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებია, რაზეც ვისაუბრეთ და რაზეც შევთანმხდით. ის რომ პარტიაში იყო, ან არის და იქნება განსხვავებული მოსაზრებები, მიხარია. ასეთი პარტია მინდა ავაშენო, სადაც პარტია 1, 2 და 3 ადამიანის გარშემო არ იქნება გაერთიანებული, ეს არის მარცხი. იქნება გაერთიანებული რეალურად იდეების, ღირებულებების და ფასეულობების გარშემო და არ იქნება ვერტიკალური მართვა. თუმცა რა თქმა უნდა. ლიდერს აქვს თავისი წონა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხშირად ის უკეთ ხედავს, ვიდრე მისი თანაგუნდელები, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მოწყვეტილნი მოლაპარაკების მაგიდას. ამისთვის უნდა ჩამოვიდე, შევხვდე ჩემს მეგობრებს, გავცვალოთ არგუმენტები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს გავაკეთე ჩემს უსაყვარლეს ზუგდიდში, სამეგრელოში, სადაც გული მწყდება, რომ სამეგრელო არ უნდა იყოს ასეთ აუტანელ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში. სადმე თუ შეიძლება ნაკლებად უჭირდეს დღეს მოქალაქეებს ბევრი მიზეზის გამო, ეს არის სამეგრელო, მაგრამ პირიქით ხდება. რატომ? იმიტომ, რომ ამ ქალაქს, ამ რეგიონს, ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს. ამიტომ მიხარია, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ შევთანხმდით და ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

ნიკა მელიას არ დაუკონკრეტებია, რა შეთანხმებას მიაღწიეს პარლამენტში შესვლის საკითხზე, მისი განცხადებით, ის ზუგდიდის შემდეგ მიემგზავრება აჭარაში, რის შემდეგაც უახლოეს მომავალში რამდენიმე საკითხზე მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.



Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.