ახალი ამბები
გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია
71 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია.

მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი.

გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორის – "კუკარაჩა" (ანიკო), "მარადისობის კანონი" (მარიამი), "სიბრძნე სიცრუისა" (მელა) რეჟ. ნანა ხატისკაცი "გრძელი ნათელი დღეები" (მასწავლებელი) რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი.