ნიაგარის ჩანჩქერი ქართული დროშის ფერებში განათდა [ვიდეო]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ოტავას დროით
საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული
ღირსშესანიშნაობა, ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში
განათდა. ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ჩანჩქერი ეროვნული დროშის ფერებში 15 წუთით განათდა, რა დროსაც შესრულდა საქართველოსა და კანადის სახელმწიფო ჰიმნები, ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები: "კახური მრავალჟამიერი", "შენ ხარ ვენახი" და "ჩაკრულო".