გადავდექი იმიტომ, რომ პარტიამ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა თავისი დააყენა - გახარია
გიორგი გახარიას განცხადებით, ის თანამდებობიდან გადადგა იმის გამო,
რომ მმართველმა
პარტიამ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პარტიული დააყენა.
"მე ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი და გადავდექი თანამდებობიდან. გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა ჩვენი რიგითი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს. მარტივი მიზეზის გამო, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტთან ბრძოლა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. გადავდექი იმიტომ, რომ ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად, 8 წლიანი მმართველობის შემდგომ, მმართველი პარტია თავის ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10, 15 წლის წინ რელობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. არავინ არ უარყოფს იმას, რომ დღევანდელი სასამრთლო სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო 10, 15 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტია. არავინ არ უარყოფს ამას. თუნდაც გამამართლებელი განაჩენები რომ შევადაროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური, სამართლიანი და კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაისახოს. ეს არის სისტემური განსხვავება და სისტემური პრობლემა, რატომაც მე დღეს აქ ვდგავარ და გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი", - განაცხადა გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე.
დღეს პარტია "საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.
გახარიას პარტიის პრეზენტაცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ყოფილ პრემიერს მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ახსენებენ იმ გახმაურებულ საქმეებს, რაც მთავრობის ექსმეთაურის ხელისუფლებაში ყოფნას უკავშირდება.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ მიზეზი ენმ-ის თავმჯდომა ნიკა მელიას დაკავების საკითხზე თანაგუნდელებთან აზრთა სხვადასხვაობა იყო.