ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს
"ერთაინი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის
დასრულების შემდეგ
პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტია პარლამენტში
შევა, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
"აქვე უდიდესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, ამერიკის შეერთბეული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს და განსაკუთრებით დიდ მადლობა კარლ ჰარცელს ევროკავშირის ელჩს, არის ამ შეთანხმებაში ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამ დოკუმენტზე ხელმოწერას ვერ დავსვამთ, თუმცა სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და ვიბრძოლებთ იმისათვის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებლობა რომელსაც ადგილი აქვს "ქართული ოცნების" მხრიდან, მათ უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება, შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი დამატებითი მავნებლობის, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არის საბოლოო და ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ გახუთმაგებული, თუ გაასმაგებულ ბრძოლას ქვეყნის გათავისუფლებისთვის მტაცებლებისგან", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა, რომლის თანახმადაც 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.