ახალი ამბები
აფხაზეთში მსოფლიო ჩემპიონის ჩაშლილი ვიზიტის გამო, ენგურის ხიდზე გადაადგილების გამკაცრებას ითხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთში აპროტესტებენ რუსეთის მოქალაქის, UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურგამედოვის ჩაშლილ ვიზიტს. ის დღეს უნდა ყოფილიყო სოხუმში, მთავარ სტადიონზე, სადაც მონაწილეობას მიიღებდა ახალგაზრდული პლატფორმის, "აფხაზეთის მომავლის" პრეზენტაციაში და ბავშვებს მასტერკლასს ჩაუტარებდა.

პოლიტიკური პარტია "არუაა" აცხადებს, რომ სპორტსმენმა ჩამოსვლა სწორედ თბილისის და ევროპელი, ამერიკელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ გადაიფიქრა. მათივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი რამ ხდება.

"მათი აზრით, მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მეთოდის გამოყენება შეიძლება და აფხაზ ბავშვებს არ აქვთ უფლება, შეხვდნენ მსოფლიო ვარსკვლავს საკუთარ სამშობლოში", - ნათქვამია განცხადებაში.

"არუაას" აზრით, ასეთ ვითარებაში აფხაზების და აფხაზეთის გადარჩენის ერთადერთი გარანტი რუსეთია.

ისინი მოუწოდებენ დე ფაქტო პრეზიდენტს და პარლამენტს, ანტიაფხაზური ქმედებების საპასუხოდ, ენგურის ხიდზე გადაადგილების რეჟიმი გაამკაცრონ.

ასევე მიმართავენ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, განსაკუთრებით სპორტსმენებს, კეთილი ნების ელჩებს მსოფლიოს მასშტაბით, ხმა აიმაღლოს "ცინიზმის" წინააღმდეგ.

პარტია მოუწოდებს აფხაზეთის ე.წ. სახალხო დამცველ ასიდა შაკრილს, რომ დაიცვას საკუთარი ხალხის უფლებები. ამასთან, მიმართვის ადრესატები არიან აფხაზეთის "მოქალაქეები", მედია, სოციალური ქსელების მომხმარებლები, რომ გამოხატონ პროტესტი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო.

მომხდარს გამოეხმაურა "აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატაც". ისინი უერთდებიან სხვა საზოგადობრივი ორგანიზაციების საპროტესტო განცხადებებს. მათი თქმით, ხაბიბ ნურგამედოვის ვიზიტი ჰუმანუტარული ხასიათის იყო.

"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ერევა აფხაზეთის შიდა საქმეებში,დესტრუქციული პოლიტიკის გზით", - ამბობს ორგანიზაცია.

დე ფაქტო რესპუბლიკის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტის ინფორმაციით, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დღეს დაგეგმილი ხაბიბ ნურგამედოვის ვიზიტი აღარ შედგება. მიზეზი, მათივე განცხადებით, საქართველოს და აშშ-ის მხრიდან სანქციებით ზეწოლა და მუქარა გახდა, რომ სპორტსმენს ერთის მხრივ გაუუქმებენ ამერიკის ვიზას და კონტრაქტებს. ამასთან, შეუზღუდავენ სპორტულ საქმიანობას.

ის დაღესტნელი სპორტსმენია, რომელიც რუსეთის სახელით გამოდის შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრებებზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.