ანა წითლიძეს ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
ზუგდიდის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანა
წითლიძესათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე პარლამენტის დეპუტატია, შესაბამისად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ, მას შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.
"ლაივპრესს"ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანმა თეიმურაზ ბასილაიამ უთხრა, რომ სავარაუდოდ ანა წითლიძის ადგილმონაცვლე ის იქნება.