ახალი ამბები
ენგურის ხიდზე გადმოსულ მოქალაქეებში ვაქცინაზე დიდი მოთხოვნა არ არის - გამყრელიძე
FaceBook Twitter
E-mail Print
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ენგურის ხიდზე გადმოსულ მოქალაქეებს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებს სთავაზობენ, თუმცა ჯერ დიდი მოთოვნა ამაზე არ არის.

"აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები გახლავან საქართველოს მოქალაქეები და ამიტომ ჩვენი ზრუნვა ამათზე არ უნდა შეჩერდეს. იცით, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, მიეწოდება ჩვენს მოქალაქეებს ენგურს გაღმა შიდსის, ტუბერკულოზის მედიკამენტები, რუტინული ვაქცინები, ასევე მუშაობს სხვადასხვა პროგრამები. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს რომ ბევრი ეს საკითხი მათი მეშვეობით ხორციელდება.

რაც შეეხება გადმოსულ მოქალაქეებს მას შემდეგ, რაც ხიდზე გარკვეული შემსუბუქება დაწესდა, დაახლოებით 12 ათასმა ადამიანმა გადმოკვეთა, გამოკვლეული არიან ისინი, უტარდებათ სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი ადგილზე, დაახლოებით 12 ათასი ადამიანიდან 44 შემთხვევაში იყო დადებითი, შემდეგ ხდება გადაზუსტება პისიარ ტესტით და ხდება მათი რუხის საავადმყოფოში გადაყვანა და მკურნალობა ასევე ყველა გადმოსულს ეთავაზება, რომ აიცრან იმ ვაქცინებით რომელიც ჩვენ გვაქვს, გეტყვით პირდაპირ არ იყო ამაზე დიდი მოთხოვნილება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერიენ ტიკარაძემ ოკუპირებულ ტეირტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შესთავაზა, აფხაზურმა მხარემ უარი თქვა ცენტრალური ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ვაქცინაზე და განაცხადა, რომ ის "საქართველოს ხელისუფლების დახმარებას არ საჭიროებს და რომ ვაქცინაციის საკითხებში დახმარებას უწევს სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი". 
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდელი კარატისტი გოგიტა არქანია, ტოკიოს ოლიმპიადის
19:57 / 14.06.2021
ზუგდიდელი კარატისტი გოგიტა არქანია, ტოკიოს ოლიმპიადის
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან თხილის ქარხნის ეზოში მოკლული ირაკლი
ჭკადუას ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.
15:35 / 14.06.2021
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან თხილის ქარხნის ეზოში მოკლული ირაკლი ჭკადუას ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდა.
15:10 / 14.06.2021
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ სფეროში
დასაქმებულების ვაქცინაცია
13:15 / 14.06.2021
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ სფეროში დასაქმებულების ვაქცინაცია
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მესტიას პირველად საფეხბურთო გუნდი ჰყავს - ისტორიული მატჩი [ფოტო/ვიდეო]
შეხვედრის ადგილი რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზა. 2021 წელი.
რატომ ჰქვია ზუგდიდში ქუჩას ლავრენტი ბერიას სახელი [ვიდეო]
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია.
  სიმღერის სიყვარულით - ჩხოროწყუელი ქალების თერაპია [ვიდეო]
პანდემიის პირველი ტალღისას, როცა კორონავირუსზე ბევრი
კერამიკის სახელოსნოს ახალი სიცოცხლე [ვიდეო]
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს
ფოტო
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.