ახალი ამბები
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსს ორი პირი ემსხვერპლა
აფხაზეთში კორონავირუსზე 202 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 46-ს დაუდასტურდა. სულ გამოვლენილია 15595 შემთხვევა.

გუდაუთის საავადმყოფოში ვირუსს ორი პაციენტი, 65 და 80 წლის ქალები ემსხვერპლნენ. ჯამში 238 პირია გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა სულ 14983 მოქალაქე.