ახალი ამბები
„სინოვაკის“ მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დაიწყო
დღეიდან სინოვაკის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ჩინური წარმოების "სინოვაკის" ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

სინოვაკმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია 1 ივნისს მიიღო.

საქართველომ "სინოვაკის" 100 000 დოზა 29 აპრილს მიიღო, აცრები კი ამ ვაქცინით 24 მაისს დაიწყო.