ახალი ამბები
კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში 33253 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 19138, პისიარ ტესტით - 14115. გამოვლინდა კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა. სულ დადასტურებულია 351954 შემთხვევა.

გარდაიცვალა კიდევ 14 პაციენტი. ჯამში 4996 გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა 1128. სულ 337023 გამოჯანმრთელებული.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,12%, ბოლო 14 დღის - 2,75%, ბოლო 7 დღის - 2,59%.

სულ აცრილია 191001 პირი. ბოლო 24 საათში აიცრა - 6184.

კარანტინის რეჟიმში რჩება 38 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3230, კლინიკურ სასტუმროში - 594.