ახალი ამბები
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსი 78 პირს დაუდასტურდა
ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 380 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 16, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 9 909, საიდანაც 3 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 820, აჭარაში - 305, იმერეთში - 411.

მძიმეა 689 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან თბილისში - 304, აჭარაში - 86, იმერეთში -146.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პაციენტი. მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 8, იმერეთში - 13.

594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 339 - თბილისში, 224- აჭარაში.

6 085 პირი ვირუსს სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 მოქალაქე. მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან 9 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 24 838 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 14 924 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 6 722, პირი, აჭარაში - 1 987, იმერეთში - 1 098.