ახალი ამბები
ფოთში, ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ცხედარს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში "ლაივპრესს" ინფორმაცია დაუდასტურეს და უთხრეს, რომ ცხედრის იდენტიფიცირებაც ოჯახის წევრების მხრიდან მოხდა.

მამაკაცი თვითმხილველთა თქმით, წყალში შევიდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.