გურამ კაშია ხობში მოზარდ ფეხბურთელებს შეხვდა
კამპანია "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, ეროვნული ნაკრების
ვიცე-კაპიტანი
გურამ კაშია სამეგრელოში ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა. ფეხბურთის
ფედერაციის ინფორმაციით, შეხვედრა ხობის სოფელ ხეთაში შედგა, რომელსაც
ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდების და ხობის
"კოლხეთის" გოგონათა გუნდის ფეხბურთელების გარდა, ადგილობრივი
მცხოვრებლებიც დაესწრნენ.
დისკუსიის ძირითადი თემა თანასწორობა, ტოლერანტობა, არაძალადობრივი ურთიერთობები და ის გამოწვევები იყო, რომლის წინაშეც ახალგაზრდები დგანან.
გურამ კაშიას თქმით, ფეხბურთი ყველასთვისაა. მათ შორის როგორც ბიჭებისთვის, ისე გოგონებისთვის. უხარია, რომ საქართველოში ვითარდება. მანვე აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც უთამაშია, ჰოლანდიაში და ამერიკაში, ძალიან პოპულარულია ეს სპორტი ქალებში და კარგი იქნება, რაც შეიძლება მეტი გოგო თუ ითამაშებს ფეხბურთს საქართველოშიც.

"თუ ვინმეს ერიდება ფეხბურთის თამაში იმიტომ, რომ გოგოა. მინდა, ვუთხრა, რომ არ უნდა მოერიდოთ, რადგან ფეხბურთის თამაში, უპირველესად უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. ამიტომ გოგონებო, არ თქვათ ამაზე უარი", - უთხრა გუნდის ვიცე კაპიტანმა შეკრებილებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის, ნიკოლოზ ჯღარკავას განცხადებით, სოფელი ხეთა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფეხბურთო კერაა სამეგრელოს რეგიონში. აქ ფეხბურთში ჩართული არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, როგორც გოგონები, ისე ბიჭები.
"დღეს გაიმართა დისკუსია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აუცილებელია არამხოლოდ ფეხბურთელის, არამედ ზოგადად მოზარდების განვითარებისა და სწორად აღზრდისთვის", - განმარტა მან.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლელა ბაქრაძის თქმით კი, ფეხბურთი მართლაც განსაკუთრებული სპორტის სახეობაა, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს და ეს ავითარებს გუნდურობას. ამიტომ ფიქრობს, რომ ეს არის ძალიან კარგი საშუალება, ფეხბურთის მეშვეობით ილაპარაკონ თანასწორობაზე:
"გასათვალისწინებელია ის, რომ დღეს ქალთა ფეხბურთი ძალას იკრებს საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ანგრევს სტერეოტიპებს - არ არსებობს სპორტის ისეთი სახეობა, რომელშიც გოგონებს არ შეუძლიათ ჩაერთონ. ვფიქრობ, ეს ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეგვიძლია ნაბიჯ-ნაბიჯ დავანგრიოთ არსებული სტერეოტიპები, რაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავალი თაობის განვითარებას უწყობს ხელს", - განაცხადა ლელა ბაქრაძემ.
შეხვედრა საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივის" ინიციტივით შედგა.