ზუგდიდელმა ძალოსანმა ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
ოთხმა ქართველმა ძალოსანმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია
მოიპოვა. მათ შორის არის ზუგდიდელი გოგა ჩხეიძეც. ის ოლიმპიადაზე 67
კილოგრამ წონით კატგორაში იასპარეზებს.
სპორტსმენი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და პრიზიორია. დიდებში ევროპის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი.
გოგა ჩხეიძის გარდა, ოლიმპიადის საგზური მოიპოვა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ), შოთა მიშველიძემ (61 კგ.) და ანტონ პლესნოიმ (96 კგ.).
გიორგი ასანიძის გუნდის ოთხი წევრიდან, ოთხივემ შეძლო სალიცენზიო ქულების დაგროვება.
2020 წელს პანდემიის გამო გადადებული ოლიმპიადა იაპონიაში, წელს მაინც გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ჯერაც არ დასრულებულა.
ზაფხულის ოლიმპიადა 23 ივლისს უნდა გაიხსნას.