ახალი ამბები
არ შეიძლება ნგრევად სახლში დატოვო ადამიანები - ელენე ხოშტარია ზუგდიდში დევნილებს შეხვდა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ყოფილი სასტუმრო "ეგრისის" შენობა არის დევნილთა მორიგი დასახლება ზუგდიდში, სადაც ადამიანები არიან უსამართლობის მსხვერპლნი.

ელენე ხოშტარია დღეს დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და მათ დახმარებას დაჰპირდა. მისი სიტყვებით, ეს არის შენობა, რომელსაც ოფიციალურად აქვს ნგრევადის სტატუსი მინიჭებული და აქ ადამიანების ცხოვრება არის საფრთხის შემცველი.

"ასე მოხდა რომ 8 ოჯახი გადაიყვანეს და 6 ოჯახი, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში ადგილზე არ იყვნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახში ტრაგედიის და სხვადასხვა აუცილებელი საჭიროებების გამო, ამ ადამიანებს უთხრეს, რომ თქვენ აქ არ ცხოვრობთ და ბინებს ვერ მიიღებთო, რაც არის სრული აბსურდი, რასაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. აქ აბსოლიტურად ყველამ იცის, რომ ესენი აქ ცხოვრობენ ძალიან დიდი ხანია და ასეთი ზერელე დამოკიდებულება, რომ ადამიანი იმ მომენტში აქ არ დაგვხდა და ამიტომ ადამიანების ბედი ასე განკარგო და ამ პირობებში ოფიციალურად ნგრევად სახლში დატოვო, არის სრულიად დაუშვებელი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი სიტყვებით, ჰონდა კომუნიკაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და იმედი აქვს, რომ სიცოცხლისთვის საშიში შენობიდან ადამიანებს გაიყვანენ.

ზუგდიდში, ყოფილი სასტუმრო "ეგრისის" შენობაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ახალი ბინით დაკმაყოფილების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს 9 ივნისს. ისინი დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ოფისთან შეიკრიბნენ და ამ სამსახურის უფროსთან გელა ნაჭყებიასთან შეხვედრა მოითხოვეს, რომელიც მათ ადგილზე არ დახვდა.

ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრებთა თქმით, დეკემბერში ახალი ბინით დააკმაყოფილეს დასახლებაში მცხოვრებთა უმრავლესობა, 6 ოჯახს კი უარი უთხრეს, იმ მიზეზით, თითქოს მონიტორინგის შედეგად მათი ამ შენობაში ცხოვრება არ დადასტურდა. დასახლების მცხოვრებლები ამბობენ, რომ რეალურად წასასვლელი არსად აქვთ და ადგილზე არ იმყოფებოდნენ პირადი პრობლემების გამო. მათ შორის ირწმუნებიან, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, ერთ-ერთი ოჯახი კი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იყო ჩასული.

დევნილები ითხოვენ სამინისტროს მონიტორინის ჯგუფმა კიდევ ერთხელ შეისწავლოს დასახლება.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი მანჯავიძემ 9 ივნისს "ლაივპრესს" განუცხადა, რომ ყოფილ სასტუმრო "ეგრისის" პრობლემებს კარგად იცნობს, რადგან თავადაც რამდენჯერმეა ნამყოფი. მისი სიტყვებით, 2020 წელს სამეგრელოს რეგიონში დაახლოებით 70-მდე ნგრევადი, სიცოცხლისთვის საშიში ობიექტი დახურეს, სადაც მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ახალი ბინებით დააკმაყოფილეს. მათ შორის, როგორც "ნგრევადის" სტატუსის მქონე ობიექტის მცხოვრებლებს, განსახლება კრიტერიუმების გარეშე შეეხო სასტუმრო "ეგრისის" მცხოვრებლებსაც:

"9 ოჯახზე გაიცა უარყოფითი გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მასალებით არ დადასტურდა მათი იქ მუდმივი ცხოვრება. ისინი მხოლოდ ჩვენი მონიტორინგის პერიოდში გამოცხადდნენ ადგილზე. მათ შორის მონიტორინგის დაწყების შემდეგ მოვიდნენ იქ, გვაჩვენეს თავიანთი საცხოვრებელი ფართები, რომლებიც ჩვენ მოვნიშნეთ, შევამოწმეთ და ჩვენი ინფორმაციით, არ დასტურდება მათი იქ მუდმივი ცხოვრება", - განაცხადა გიორგი მანჯავიძემ.

მისივე ინფორმაციით, სამინისტროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დევნილებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი პრეტენზიები და "ფაქტობრივი მასალებით დაუსაბუთეს", რომ ისინი არ იყვნენ ამ შენობის მცხოვრებლები. გიორგი მანჯავიძის განცხადებით, დევნილებს მაშინაც განუმარტეს და ახლაც გაიმეორებს, რომ თუ სამინისტროს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და ამ საკითხზე დავა "გააგრძელონ ცივილიზებურად".

როგორც დევნილები ამბობენ, ჯერ-ჯერობით აქვთ იმედი, რომ სამინისტრო ხელახლა ჩაატარებს მონიტორინგს, სხვა შემთხვევაში კი მზად არიან ბრძოლა სასამართლოშიც გააგრძელონ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.