ახალი ამბები
ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საკითხი არის შეტანილი ნატოს დღევანდელი სამიტის დღის წესრიგში.

"დღის წერიგში, რომლის სათაური გახლავთ წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგი, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველოს ნატოს პარტნიორები განიხილავენ როგორც საერო ღირებულებების მატარებელ ქვეყანას, რომელიც არის ასპირანტი ქვეყანა, რომლის საბოლოო მიზანი არის ნატოს წევრობა და მნიშვნელოვანია რომ საქართველოს თემატიკა და საქართველოს პროგრესი ნატოს დღევანდელი სამიტის დეკლარაციაში ყოფილიყო შესაბამისად ასახული.

წინასწარი ინფორმაციით, ტექსტი არის ძალიან კარგი, მასში ასახულია ის პროგრესი ნატოში ინტეგრაციის კუთხით. მაქვს მოლოდინი რომ გამეორებული იქნება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი. იქნება საუბარი ოკუპაციასთან დაკავშირებით და რომ რუსეთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა შეასრულეოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. იქნება მკაფიო გზავნილები. ხაზგასმა იქნება, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში წევრობისთვის", - განაცხადა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.