ახალი ამბები
თხილის ქარხნის ეზოში მოკლულის ახლობლებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან თხილის ქარხნის ეზოში მოკლული ირაკლი ჭკადუას ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.

ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მკვლელის მკაცრად დასჯას ითხოვენ.

ვაპროტესტებ სასამართლოს გადაწყვეტილებას.სასამართლომ გამოუშვა მკვლელი, 1 წელიწადში გამოუშვეს. ვაპირებ გასაჩივრებას, გამოვიდეს მოსამართლე გამცეს პასუხი, რის ნიდაგზე გამოუტანა განაჩენი", - აცხადებს მოკლულის ცოლი ელიკო ჯიქია.

შარშან, ზუგდიდში, ზუგდიდში თხილის ქარხნის ეზოში მომხდარი დაპირისპირებისას, მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე 2 პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით) მიმდინარეობდა.

მოკლულის ახლობვლების განცხადებით, ისინი საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას და მკვლელი მკაცრად დასჯას ითხოვენ.