ტოკიოს ოლიმპიადაზე ზუგდიდელი კარატისტი იასპარეზებს
ზუგდიდელი კარატისტი გოგიტა არქანია, ტოკიოს ოლიმპიადის
ლიცენზიანტია. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით,
პარიზში გამართულ ბოლო ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე გაირკვა, რომ
ის იმ სპორტსმენებს შორის მოხვდა, რომლებიც ტოკიოში ოლიმპიური
მედლებისთვის იბრძოლებენ +75 კგ წონით კატეგორიაში (კუმიტე).
გოგიტა არქანია შეჯიბრში 7 აგვისტოს ჩაერთვება. კარატისტთა სადებიუტო ოლიმპიური ტურნირი იაპონიის საბრძოლო ხელოვნების ცენტრში, ნიპონ ბუდოკანში გაიმართება.
გოგიტა არქანია მსოფლიო ჩემპიონია. ასევე, ევროპული თამაშების და მსოფლიოს პრიზიორი.
სპორტსმენი აფხაზეთიდან დევნილია. ის ზუგდიდში 18 წლამდე ცხოვრობდა.
ოლიმპიადის ლიცენზია ზუგდიდელმა ძალოსანმა, გოგა ჩხეიძემაც მოიპოვა.
2020 წელს პანდემიის გამო გადადებული ოლიმპიადა იაპონიაში, წელს მაინც გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ჯერაც არ დასრულებულა.
ზაფხულის ოლიმპიადა 23 ივლისს უნდა გაიხსნას.