ხობში დისტრიბუციის მანქანა ხიდიდან გადავარდა [ფოტო]
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტში, ფოთი-სენაკის
ცენტრალურ მაგისტრალზე. კომპანია "თოლიას" დისტრიბუციის ავტომანქანა
სოფელ საგვიჩიოს და ჭალადიდის დამაკავშირებელი
ხიდიდან გადავარდა.
საგვიჩიოში მერის წარმომადგენლის ვახტანგ გოგოლაძის ინფორმაციით, მანქანა მოცურდა და ხიდიდან გადავიდა.

მერის წარმომადგენლის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, დაშავებული კონტაქტური იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულს, როგორც ვახტანგ გოგოლაძემ განმარტა, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დეტალებზე ინფორმაციას კი მოგვიანებით მოგვაწვდიან.