ახალი ამბები
რესტორნები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები კომენდანტის საათის მოხსნის შემდეგაც ღამის 12:00 საათამდე იმუშავებენ.

ამასთან, კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ე.წ. კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან მოიხსნება.