ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით საქართველოშია, იმედია სწორი ინფორმაციაა - გომელაური ესებუაზე
13:04 / 23.06.2021
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანის და შს მინისტრის, ვახტანგ
გომელაურის
ინფორმაციით, ზუგდიდში,"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი
ესებუა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა მის დასაკავებლად
მუშაობენ. გომელაური ამბობს, რომ ესებუას დაკვება მათთვის ღირსების
საქმეა.
"ესეთი რაღაც დიდი ხანია არ მომხდარა, ვმუშაობთ. იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ ეს მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ამდენი ადამიანი აყვანილი ჰყავდა მძევლად, 35 თუ 34 როგორც მახსოვს და ვისაც უნდა მისი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. რატომღაც ჰქონია ხალხს, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ, ან ვმალავთ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შს მინისტრი კითხვის საპასუხოდ, იცის თუ არა ესებუას ადგილსამყოფელი, ამბობს, რომ მათი ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოშია და მას ქვეყანა არ დაუტოვებია. მას იმედი აქვს, რომ ეს სწორი ინფორმაციაა და ეყრდნობიან წყაროს, რომ აქ არის.
"მე ვერ დაგავალებთ, რომ ოპერატიული საქმიანობა შეისწავლოთ და როგორ ხდება ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება და აქედან გამომდინარე, ეგ რომ გვცოდნოდა , ელემენტარული ლოგიკური თემაა, დავაკავებდით რა თქმა, უნდა ხო?", - უთხრა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.
2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა და ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სპეცოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდამსხმელმა მოთხოვნილი თანხა მიიღო და მიმალვა შეძლო. სპეცოპერაციისას არავინ დაშავებულა. საქმეში მთავარი ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ბადრი ესებუაა, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ.