ენგურის ხიდზე ქრთამის სანაცვლოდ ნებისმიერი ტვირთის გადატანაა შესაძლებელი - DRI
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, მიუხედავად
აკრძალვებისა,
სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე, ენგურის ხიდის გადალახვა და
აკრძალული ტვირთის გადაზიდვა ქრთამის სანაცვლოდაა შესაძლებელი.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2000-3000 რუსულ რუბლად (88-132 ლარის ეკვივალენტი) ნებისმიერი ტვირთის, გადატანა-გადმოტანაა შესაძლებელი და გადაადგილებაზე არსებული ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნაც ამავე გზით ხდება. (ამჟამად მოქმედი რეგულაციით, 17-40 წლის ასაკობრივ ჯგუფს ეკრძალება ე.წ. საზღვრის გადალახვა):
"ეს მდგომარეობა ტვირთად აწვება ადგილობრივების ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ხაზს უსვამს გალის რეგიონის მაცხოვრებლების უთანასწორობას აფხაზ ჩინოსნებთან მიმართებაში, რომლებიც ამ "რეგულაციებით" - კორუფციით მდიდრდებიან", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, არსებული ასაკობრივი შეზღუდვა, ივნისის თვის დასაწყისში, გაიზარდა. თუ აქამდე ენგურის ხიდზე მოძრაობა 17-40 წლის პირებს ეკრძალებოდათ, ახლა ზედა ზღვარი 59 წლამდე გაიზარდა, რაც პოტენციურ ქრთამის გამცემთა რაოდენობას მკვეთრად ზრდის. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ ცვლილების მიზანიც სწორედ ესაა და არა ე.წ. საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
DRI-ის ინფორმაციით, გალის მაცხოვრებელმა ფარულად გადაიღო ე.წ. საზღვარზე ქრთამის გადაცემის ფაქტი და ინტერნეტით გაავრცელა. ამ რეალობის სააშკარაოზე გამოტანას მოქალაქეების საპროტესტო აქციაც მოჰყვა. აქციის შედეგად, გალის რეგიონის ადმინისტრაცია ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნებოდა. თუმცა, ამჟამად, ერთადერთი "საშეღავათო" ცვლილება ისაა, რომ "მესაზღვრეები" 3000-ს ნაცვლად 2000 რუსულ რუბლს იღებენ ქრთამად.
"მოცემული ვითარება და გალის რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ენგურის ხიდზე არსებული კორუფცია კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ეთნიკურ სეგრეგაციას და მის საფუძველზე წახალისებულ დისკრიმინაციას, რომელსაც მონეტარულად გამოხატული დივიდენდები მოაქვს აფხაზეთის დე ფაქტო ძალოვანი უწყებების მმართველი ჯგუფებისთვის. ეს უკანასკნელი ფაქტორი გვაფიქრებინებს, რომ მიუხედავად გალის რეგიონის მცხოვრებთა მოთხოვნებისა და გამყოფი ხაზის გასწვრივ, ამ კორუფციული კაბალისთვის თავის არიდების გამო, მომხდარი არაერთი ტრაგიკული შემთხვევისა, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი ნაკლებად სავარაუდოა შეიცვალოს.
ზემოაღნიშნული კორუფციული სქემა მომგებიან ბიზნესად რჩება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის და ძალოვნების წარმომადგენლებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული "რეგულაციების" ეფექტი, გალის რეგიონის მცხოვრებთათვის, ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს, რაც ზოგჯერ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს", - ნათქვამია DRI-ის მიერ გავრცელებულ კვლევაში.
ცნობისთვის, ენგურის ხიდი ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტია რომელიც ოკუპირებულ გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის ფუნქციონირებს. არსებული შეზღუდვების გამო მოქალაქეები ხშირად მიმართავენ შემოვლითი გზით გადაადგილებას, რაც მდინარე ენგურის გადაცურვასაც მოიცავს. ხშირად მდინარე ადიდებულია და მგზავრობა სახიფათო ხდება. ე.წ. საზღვრის გადალახვას ამის გამო არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.