საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს 40%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საკრებულოების მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატებს 40%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ,
"საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებზე, საპარლამენტო ჯგუფებს
შორის კონსულტაციების დასრულების შემდეგ.
დღემდე ამ კანდიდატებისთვის ბარიერი არ მოქმედებდა.
"გვაქვს მნიშვნელოვანია სიახლე, რაზეც დავეთანხმეთ ოპოზიციას. 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე, რაც აისახება მეორე მოსმენისას საარჩევნო კოდექსში", - აღნიშნა კობახიძემ.