8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულების სახლს ცეცხლი წაუკიდეს
სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცეცხლი წაუკიდეს იმ სახლს სადაც
8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილი ცხოვრობდა.
მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავდა, მოზარდის
ახლობლებმა და სოფლის მცხოვრებლებმა ცეცხლის გაჩენა სახლში მაინც
შეძლეს.
სამეგრელოს პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი, 65 და 35 წლის მამაკაცები დააკავა. ისინი მოზარდის მეზობლები არიან.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.