დაზარალებულის მამიდის თქმით, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა მეზობლებმა 2 წლის წინ დაიწყეს
სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გაუპატიურებული 8 წლის გოგონას
მამიდა ჟურნალისტებთან საუბარში ყვება, რომ ამჟამად უკვე დაკავებული
მამა-შვილი, ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულს 2 წლის
განმავლობაში ჩადიოდა.
დაზარალებულის ნათესავის ინფორმაციით, ძალადობის ბოლო ფაქტი 21 ივნისს მოხდა, რის შესახებაც მოზარდმა დედას და მამიდას უამბო, მათ კი სამართალდამცავებს მიმართეს.
"ეს რომ მამას, ბიძებს, ან სოფელს გაეგო, სისხლი დაიღვრებოდა და ამიტომ ჩვენ, მე და ჩემმა რძალმა გადავწყვიტეთ მიგვემართა სამართალდამცავებისთვის", - უთხრა ჟურნალისტებს დაზარალებულის მამიდამ.
სამეგრელოს პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა მამა-შვილი, 65 და 35 წლის მამაკაცები, რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება გაუპატიურების მუხილთ დაიწყო. ისინი მოზარდის მეზობლები არიან. დღეს ცეცხლი წაუკიდეს იმ სახლს სადაც დაკავებულები ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელ სახლს პოლიცია 2 დღის განმავლობაში იცავდა, მოზარდის ახლობლებმა და სოფლის მცხოვრებლებმა ცეცხლის გაჩენა სახლში მაინც შეძლეს. როგორც "ლაივპრესს" შსს-ში განუცხადეს, დაწყებულია გამოძიება ასევე სახლისთვის ცეცხლის გაჩენის ფაქტზეც.