სამკერვალო ფაბრიკის 19 თანამშრომელი მოიწამლა - ფოთის ჯანდაცვის ცენტრი
ფოთში, "აჭარა ტექსტილის" სამკერვალო ფაბრიკაში თანამშრომელთა
ნაწილი მოიწამლა. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა
მხეიძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მოწამლულია 19 ადამიანი. ისინი
მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ
წუთებში გადასხმებს უტარებენ.
მიზეზი, სავარაუდოდ საკვებით მოწამვლაა.
"დანარჩენს ვერაფერს ვერ გეტყვით. კვლევებს ჩაატარებენ და გამოვლინდება ზუსტი მიზეზი", - უთხრა ნანა მხეიძემ "ლაივპრესს".
მიზეზი, სავარაუდოდ საკვებით მოწამვლაა.
"დანარჩენს ვერაფერს ვერ გეტყვით. კვლევებს ჩაატარებენ და გამოვლინდება ზუსტი მიზეზი", - უთხრა ნანა მხეიძემ "ლაივპრესს".