ახალი ამბები
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა-შვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. სასამართლოში რამდენიმე წუთით მივიდა დაკავებული 36 წლის მამაკაცის სიდედრი. ის ამბობს, რომ თუ მათ დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ.

მან უარყო მედიით გავრცელებული ცნობა თითქოს, 65 წლის მამაკაცი წლების წინ ნასამართლევი იყო მის შვილზე ძალადობის გამო.

"არა, არ ყოფილა ასეთი თორე ჩემ შვილს იქ არ გავაჩერებდი", - აღნიშნა მან.

მისივე სიტყვებით, ბავშვებმა ძალიან განიცადეს მედიით გავრცელებული კადრების გამო, სადაც მათი სახლი იწვის.

სასამართლო სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

დაკავებულ მამა-შვილთაგან ერთს, ბრალდების მხარე კიდევ ერთი მოზარდის გაუპატიურებას ედავება.

დაზარალებულის მამიდის ინფორმაციით, მეზობლებმა ბავშვზე სექსუალური ძალადობა ორი წლის წინ დაიწყეს.

სამეგრელოს პოლიციამ 3 დღის წინ დააკავა მამა-შვილი, 65 და 35 წლის მამაკაცები, რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება გაუპატიურების მუხილთ დაიწყო. ისინი მოზარდის მეზობლები არიან. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან).

გუშინ, 25 ივნისს ცეცხლი წაუკიდეს იმ სახლს, სადაც დაკავებულები ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელ სახლს პოლიცია 2 დღის განმავლობაში იცავდა, მოზარდის ახლობლებმა და სოფლის მცხოვრებლებმა ცეცხლის გაჩენა სახლში მაინც შეძლეს. როგორც "ლაივპრესს" შსს-ში განუცხადეს, დაწყებულია გამოძიება ასევე სახლისთვის ცეცხლის გაჩენის ფაქტზეც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
12:21 / 13.08.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად, დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი
მოქალაქე დაიღუპა.
10:42 / 13.08.2022
რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად, დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლის უმრავლესობაშიც მმართველი
18:02 / 12.08.2022
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლის უმრავლესობაშიც მმართველი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
თეთნულდთან ჩარჩენილ ტურისტებთან
16:49 / 12.08.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს თეთნულდთან ჩარჩენილ ტურისტებთან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.