ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში 36 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის
პირველი სესიისთვის დარეგისტრირებულთა 13% არ გამოცხადდა. საგამოცდო
ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ არ მოვიდა
36 აბიტურიენტი. 271-ის ნაცვლად, ცენტრში მხოლოდ 235 გამოცხადდა.
მისივე ცნობით, არცერთ მათგანს ტემპერატურა არ დაფიქსირებია და საგამოცდო პროცესიც მშვიდ, ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით.
"ყველაიანირი რეკომენდაცია დაცულია. ყველა საშუალება არის, პირბადიდან დაწყებული, ხსნრები, ყველაფერი სექტორებით გამზადებულია. დისტანცია დაცულია. პირბადე ყველას უკეთია. ძალიან დაცული ტერიტორიაა. გარედან ვინ შემოვა არ ვიცი, თორემ შიგნით ძალიან დაცულები ვართ", - გვითხრა ნანა ქირიამ.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, 20-მდე აბიტურიენტი კოვიდინფექციის გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდა, თუმცა, ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ.