„თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებს ბოთლები და კვერცხები ესროლეს - დაკავებულია 11 პირი
იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც "თბილისი პრაიდის" კვირეულის
ფარგლებში ფილმის ჩვენებაა უნდა გაიმართოს, ვითარება რამდენჯერმე
დაიძაბა. "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ცდილობენ იმ ადგილამდე მისვლას,
სადაც კვირეულის ფარგლებში ღონისძიებაა დაგეგმილი. ისინი შეეცადნენ
გზის გადაკეტვას. დაპირისპირების ფონზე სამართალდამცველებმა 11 პირი
დააკავეს. უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში. ისინი
ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
მანამდე, ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა "თბილის პრაიდის" წარმომადგენლებს ბოთლები, კვერცხები და, სავარაუდოდ ქვები დაუშინეს.
საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძის განცხადებით, ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ისინი მოუწოდებენ ყველას, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირება მათი მხრიდან შესაბამისი იქნება.
კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენება რამდენიმე წუთში დაიწყება.
"თბილისი პრაიდის" ორგანიზებით, 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაიმართება.
"პრაიდ კვირეული" თბილისში დღეს გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში იქნება ქვიარ მუსიკალური ფესტივალი, დოკუმენტური ფილმის ჩვენება,
ღონისძიებას რუსთაველზე ღირსების მარში დაასრულებს.