მდინარე ჩხოუშში გამავალი მილი ხელოვნური საფარის ნაჭრით დაფარეს
მდინარე ჩხოუშში გამავალი მილი, მოედნის ხელოვნური საფარის
ნაგლეჯით არის დაფარული. თვეზე მეტია ამ ხედს გამვლელები აკვირდებიან.
რა მიზნით შეიძლება მილი ამ ფორმით დაეფარათ, მიმდებარე ტერიტორიაზე
მცხოვრებთ ინფორმაცია არ აქვთ.
მილზე ნაჭრის ჩამოფარების მიზეზებს ვერ ხსნიან მერიაშიც. ფაქტთან დაკავშირებით პრესსამსახურში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ:
"რაღაც განსაკუთრებული დანიშნულება არ აქვს. როგორ აღმოჩნდა ვერ გეტყვით… შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება ამ ტერიტორიის დასუფთავება", - განაცხადეს ზუგდიდის მერიაში.
მათივე მტკიცებით, ჩხოუშის სანაპირო ხშირად სუფთავდება.