აცრისთვის რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყება
"სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნის მსურველები უნდა ეწვიონ ვებგვერდს
– booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22.
ჯერ-ჯერობით ვებ-გვერდი არ მუშაობს.
2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინების, "სინოვაკისა" და "სინოფარმის" მილიონი დოზა საქართველომ უკვე მიიღომ და ორშაბათიდან მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მიერ შეძენილი "ფაიზერის" მილიონი დოზა კი ქვეყანაში ივლისიდან, ეტაპორივად შემოვა. როგორც ღარიბაშვილი ირწმუნება, საქართველო ჯამში "ფაიზერის" 4 მილიონამდე დოზას მიიღებს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ჯგუფი.