წვიმამ და ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში სახლები, ყანები და თხილნარები დააზიანა
ძლიერმა ქარმა და წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
როგორც "ლაივპრესს" მერიაში განუცხადეს, ქარმა სახურავი გადახადა 2
საცხოვრებელ სახლს, დააზიანა სიმინდის ყანები და თხილნარები.
"ჩამორეცხილია გზები სოფლების ნაწილში", - აცხადებენ მერიაში.
წალენჯიხაში დაზიანდა ელექტროსადენები და აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"მიმდინარეობს სამუშაოებიც და მალე აღდგება მიწოდება", - განმარტეს მერიის პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, უფრო დეტალური მონაცემები, რა ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს, ხვალ გახდება ცნობილი.