ახალი ამბები
ქარისგან დაზიანებული სახლები წალენჯიხაში დროებით გადახურეს
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხაში ძლიერი ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლები წუხელ დროებით გადახურეს. მუნიციპალიტეტის მერიაში ირწმუნებიან, რომ ოჯახებს ხელისუფლება დაეხმარება და მათ სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქარმა ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა, რამდენიმესი კი ნაწილობრივ დააზიანა.

გადახურვის სამუშაოებს წუხელ მუნიციპალიტეტის მერთან, ბესიკ ფარცვანიასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია დაესწრო.

რწმუნებულის განცხადებით, ძლიერმა ქარმა ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა, კეთილმოწყობის სამსახურების ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის სავალ ნაწილებზე შექმნილი შეფერხება დროულად მოგვარდა.

4 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ძლიერმა ქარმა და წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ნაწილში პრობლემები შექმნა. მეტწილად ზიანის შესახებ ცნობები წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან ვრცელდება სადაც რამდენიმე სახლისთვის სახურავის გადახდასთან ერთად, სოფლების ნაწილში წყალმა გზები ჩამორეცხა, ქარმა დააზიანა სიმინდის ყანები და თხილნარებიც. 4 ივლისს ელექტროენერგია სადენების დაზიანებს გამო არ მიეწოდებოდა წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ნაწილს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება წუხელ ეტაპობრივად აღუდგა, წალენჯიხის ნაწილი კი ამდრომდე გათიშულია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ეტაპობრივად, დღის განმავლობაში მოხდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. მანვე აღნიშნა, რომ დღეს სპეციალური კომისია დაადგენს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდეობას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.