ახალი ამბები
სენაკელი ლუკა ოჩიგავა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სენაკელმა მოჭიდავემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ოჩიგავამ უნგრელი პოილეჩი დაამარცხა 10-0. ლუკა საქართველოს ჩემპიონია.

ასევე, სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

გერმანიაში გამართულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მოიპოვეს. ამ შედეგით საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა.